ტიბო კურტუა: ”ფსიქოლოგიური პრობლემები არ მაქვს”

ტიბო კურტუა: ”ფსიქოლოგიური პრობლემები არ მაქვს”მადრიდის რეალის მეკარემ ტიბო კურტუამ უარყო ჭორები იმის შესახებ რომ მას თითქოს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მოედანზე ამიტომ არ გამოდის. კურტუას თქმით მას კუჭის ტკივილები აწუხებდა და არ თამაშის მიზეზიც სწორედ ეს იყო:

”რაც ჩემზე იწერება ყველაფერი არასწორია და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მინდა ვუთხრა ჟურნალისტებს რომ შეწყვიტონ ჩემს შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ტკივილები მაწუხებდა, რომელიც მოვიშორე და მზად ვარ სათამაშოდ. მინდა რომ გულშემატკივრტები გავახარო და რეალთან ერთად ბევრი შეხვედრა მოვიგო”.