ტიბო კურტუამ რეალის ვარჯიში გამოტოვა

ტიბო კურტუამ რეალის ვარჯიში გამოტოვამადრიდის რეალის მეკარემ ტიბო კურტუამ გუნდის ვარჯიში გამოტოვა და ამის სავარაუდო მიზეზი კურტუას ავადმყოფობაა. როგორც ცნობილი გახდა ბრიუგესთან მატჩის დროს კურტუამ მუცელში ტკივილი იგრძნო და სწორედ ამის გამო ის მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოვიდა.

კურტუა სავარაუდოდ რამდენიმე დღე არ აივარჯიშებს და შესაძლოა მან გრანადასთან მატჩიც გამოტოვოს, რომელიც 5 ოქტომბერს გაიმართება. აღსანიშნავია რომ გრანადა ამჟამად მეორე ადგილზეა და ერთმანეთს სატურნირო ცხრილის ლიდერები დაუპირისპირდებიან.