ტოკიოდან 5 მილიონი ადამიანის ევაკუაციას აპირებენ – იაპონიას ტაიფუნი ჰაგიბისი უახლოვდება

ტოკიოდან 5 მილიონი ადამიანის ევაკუაციას აპირებენ - იაპონიას ტაიფუნი ჰაგიბისი უახლოვდებაიაპონია ტაიფუნ „ჰაგიბისის“ მოლოდინში საგანგებო ზომებს იღებს. დაგეგმილია რკინიგზისა და აეროპორტების დახურვა. ცოტა ხნის წინ ნასამ გამოაქვეყნა ძლიერი შტორმის სურათები, რომელიც, სავარაუდოდ, იაპონიის საზღვრებს შაბათ-კვირას მიაღწევს.

მეტეოროლოგები ტოკიოდან 5 მილიონი ადამიანის ევაკუაციის აუცილებლობაზე საუბრობენ. ყველა დიდ ქალაქში შეჩერდება ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე გადაიდო რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩიც, რომელიც ახალ ზელანდიასა და იტალიას და ინგლისსა და საფრანგეთს შორის უნდა გამართულიყო.

ოკინავას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჰიროუკი იამადა მედიასთან აცხადებს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, იაპონიაში ტაიფუნის რაოდენობა არ გაზრდილა, გაიზარდა მათი სიმძლავრე. ამის მიზეზად, იგი წყნარი ოკეანის წყლებში ტემპერატურის მატებას ასახელებს.