ტომას მიულერის ყიდვა ინტერსაც მოუნდა

ტომას მიულერის ყიდვა ინტერსაც მოუნდამიუნხენის ბაიერნის შემტევის ტომას მიულერის ყიდვა მილანის ინტერსაც მოუნდა და იტალიელები უკვე აწარმოებენ ბაიერნთან მოლაპარაკებებს. ბაიერნს მიულერის გაყიდვა არ სურს, მაგრამ თვითონ ფეხბურთელი დაინტერესებულია გუნდის დატოვებით, რადგან ყოველთვის არ ხვდება ძირითად შემადგენლობაში.

მიულერის ყიდვა უკვე დიდიხანია სურს მანჩესტერ იუნაიტედს, მაგრამ ეს ტრანსფერი ჯერჯერობით არ შედგა. ზამთარში ინტერი და მანჩესტერი შეეცდებიან მიულერის გადმობირებას, თუმცა ბაიერნი ტომასის გაყიდვას არ აპირებს.