ტომას მიულერს ბაიერნიდან წასვლა სურს

ტომას მიულერს ბაიერნიდან წასვლა სურსმიუნხენის ბაიერნის ფორვარდს ტომას მიულერს გუნდიდან წასვლა სურს, რადგან მისი აზრით ბაიერნში მას საკმარისად პატივს არ სცემენ და სათამაშო პრაქტიკას არ აძლევენ. გარდა ამისა მიულერს დაძაბული ურთიერთობა აქვს ნიკო კოვაჩთან და ბოლო პერიოდში ის იშვიათად გამოდის მინდორზე.

მიულერის ყიდვა ადრე რამდენიმე ინგლისურ გუნდს სურდა, მაგრამ შესაძლოა ამჟამად გერმანელ ფეხბურთელს ძლიერი გუნდის მოძებნა გაუჭირდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიულერს უკვე ზამთარში სურს ბაიერნის დატოვება.