ვალვერდე: ”სლავიასთან უკეთესად უნდა გვეთამაშა”

ვალვერდე: ”სლავიასთან უკეთესად უნდა გვეთამაშა”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ სლავიასთან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდი ბოლომდე ვერ აკონტროლებდა მატჩის სადავეებს და შეიძლებოდა ვერც მოეგო. ვალვერდეს აზრით ბარსელონამ სტუმრად თამაში უნდა გამოასწოროს:

”პირველ ტაიმში თამაშის ხარისხი მომეწონა, მაგრამ მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებული იყო და ჩვენ მეტოქეს თავისუფლად შეეძლო არ წაეგო. ვფიქრობ შეცდომებზე უნდა ვიმუშავოთ, რადგან რომელიმე უფრო ძლიერი გუნდი აუცილებლად დაგვსჯის”. ბარსელონამ სლავიას სტუმრად 2:1 მოუგო.