ვანო ჩხარტიშვილის ვაჟს თბილისში 7.257 კვადრატული მეტრი მიწა გადაეცა – კვადრატული მეტრის ფასი 1 ლარი და 40 თეთრია

ვანო ჩხარტიშვილის ვაჟს თბილისში 7.257 კვადრატული მეტრი მიწა გადაეცა – კვადრატული მეტრის ფასი 1 ლარი და 40 თეთრიაბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შვილს 49-წლიანი იჯარით თბილისში ფართი გადაეცა. ჩხარტიშვილის ვაჟის კომპანიას  5 მიწის ნაკვეთი ჯამში 7 257 კვადრატული მეტრი, 124 ათას ლარად გადაეცა. 5-ვე ტერიტორია ცენტრალური გზის განაპირას მდებარეობს და კვადრატული მეტრის ფასი ლარი და 40 თეთრი გამოდის.

ჩხარტიშვილის ვაჟს ინვესტიციის სახით 1 მილიონ 500 ათასი ლარი უნდა დაეხარჯა და მშენებლობა 2018 წელს დაესრულებინა. მშენებლობა მხოლოდ 1 ობიექტზე დასრულდა თუმცა, მერიაში ამტკიცებენ, რომ კომპანია ჯერ ისევ აშენებს. კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა.  ჯარიმის დაკისრების ნაცვლად კი , 2 თვის წინ მერიის ქონების მართვის სამსახურმა პირგასამტეხლოც ჩამოაწერა.

კიდევ 3 მიწის ნაკვეთზე მშენებლობები არც დაწყებულა. ჩხარტიშვილის ვაჟის კომპანიისთვის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები პირველად გასულ წელს შევიდა და 5-დან 2 მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა და მშენებლობების დასასრულებლად განახლებული დრო მიეცა, თუმცა, ეს ვადებიც დაირღვა .

2019 წლის 13 სექტებრის საკრებულოს განკარგულებით ირკვევა, რომ  კომპანიას ვალდებულებები შესრულებული ამ დრომდე არ აქვს  და პირგასამტეხლო ეკისრება. ჩხარტიშვილის აშენებულ ერთადერთ ბენძნ-გასამართ სადგურზე, ბოლოს კომპანია ფრეგო ფუნქციონირებდა. ამიტომ „ფორმულა news-ი“ დაინტერესდა ხომ არ ფიგურურებდა “სმარტ ენერჯი” ბიზნეს გასამართი სადგურების ფინანსურ დანაშაულში, ფინანასთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში ამ კითხვას არ პასუხობენ და ამბობენ, რომ  საქმეზე გამოძება მიმდინარეობს.

ფორმულანიუს.გე