ვაზისუბანში მანქანამ ქალი გაიტანა და მერე 3 მანქანას დაეჯახა

ვაზისუბანში მანქანამ ქალი გაიტანა და მერე 3 მანქანას დაეჯახათბილისში, ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა, ამის შემდეგ კი სამ მანქანას შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა შანდორ პეტეფის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.