ვლადიმერ ვაისი: ”მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ”

ვლადიმერ ვაისი: ”მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ”საქართველოს ნაკრებს გიბრალტართან საკმაოდ მძიმე შეხვედრა ჰქონდა და ქართველებმა მხოლოდ 84-ე წუთზე შეძლეს გამარჯვების გოლის გატანა. ეს გიორგი ქვილითაიამ გააკეთა. მატჩის შემდეგ ვლადიმერ ვაისმა განაცხადა რომ მეორე ტაიმში ნაკრებმა კონცენტრაცია დაკარგა და ყველა უსიამოვნება ამის ბრალი იყო:

”მეორე ტაიმის წინ ბიჭებს ვუთხარი რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ, მაგრამ ხარაიშვილის ტრავმამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა და საბოლოოდ დასანანი გოლები გავუშვით. მიხარია რომ საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ გამარჯვება. ეს იოლი არ იყო”.