ზიდანი: ”გარეტ ბეილთან კონფლიქტი გამოგონილია”

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილზე ისაუბრა და თქვა რომ მასთან არავითარი კონფლიქტი არა აქვს. ზიდანის აზრით ეს ყველაფერი ჟურნალისტებმა გამოიგონეს და ბეილი რეალში ბედნიერია:

”არ მესმის რატომ ვრცელდება ყოველთვის ინფორმაცია ჩვენს კონფლიქტზე, რადგან მსგავსი არაფერი მომხდარა. ბეილს რამდენიმე დღით ინგლისში გამგზავრება სურდა და ამის უფლება მივეცი. შემდეგ მატჩებში მისი დიდი იმედი მაქვს”.