ზინედინ ზიდანი: ”3 ქულა დავიმსახურეთ”

ზინედინ ზიდანი: ”3 ქულა დავიმსახურეთ”მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში სტუმრად გალათასარაის მოუგო ანგარიშით 1:0 და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. რეალის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდეგ განაცხადა რომ რეალმა გამარჯვება დაიმსახურა და მათ უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ:

”თამაშის სადავეებს სრულიად ვაკონტროლებდით და მეტოქეს არაფრის შექმნის საშუალება არ მივეცით. მეორე ტაიმში კიდევ რამდენიმე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ მთავარი შედეგია. ბედნიერი ვარ რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მოვიგეთ”.