ზუგდიდთან ოპელი ხეს შეეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდთან ოპელი ხეს შეეჯახა - 3 ადამიანი დაშავდაზუგდიდში, სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 მგზავრი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მიმავალი “ოპელის” მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მანქანაში მყოფმა სამივე მგზავრმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიღო.

ავტომანქანაში 3 მოსწავლე იჯდა. სამივე ზუგდიდის მე-7 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, შემოყვანილი 3 მამაკაციდან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მესამე ტერმინალურ მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.