30 წლის მამაკაცი სარფთან ჩამომხრჩვალი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს რა გახდა 30 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, რომელიც 16 ნოემბერს სარფთან ახლოს ჩამომხრჩვალი იპოვეს.

უწყებამ გამოძიება სისხლის სამაღტლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და სახლში, საჩხერეში ბრუნდებოდა.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდას თან ჰქონდა ფული და ტელეფონი, რასაც ვერ პოულობენ.