აეროპორტის გზაზე მოპედი სატვირთოს შეეჯახა

აეროპორტის გზაზე მოპედი სატვირთოს შეეჯახათბილისში, აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სატვირთო მანქანას უკანა მხრიდან მოპედი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა, რომელიც არსებული ინფორმაციით, ფეხის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.