ალბანეთში ძლიერი, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის, მიწისძვრა მოხდა – 1 ადამიანი დაიღუპა

ალბანეთში ძლიერი, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის, მიწისძვრა მოხდა - 1 ადამიანი დაიღუპაალბანეთში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე დიდი მიწისძვრა მოხდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დილის 4 საათზე დაფიქსირდა.

ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, ერთი ადამიანია გარდაცვლილი. ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ის პანიკური შეტევისას შენობის ფანჯრიდან გადახტა.

მედიის ინფორმაციით, მეხანძრეები და მაშველები ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი პირები გამოიყვანონ. „როიტერსთან“ ადამიანები აცხადებენ, რომ ახლობლებს ვეღარ უკავშირდებიან და დახმარებას ითხოვენ.