ამსტერდამის აეროპორტიდან მადრიდის ბორტის გატაცება სცადეს

ამსტერდამის აეროპორტიდან მადრიდის ბორტის გატაცება სცადესამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში სავარაუდოდ თვითმფრინავის გატაცება სცადეს, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამაუწყებლო კორპორაცია იტყობინება.

მედიასაშუალების ცნობით, მგზავრთა ასვლის დროს მფრინავმა განგაშის ღილაკი აამოქმედა. აღნიშნულ მომენტში, ლაინერის ბორტზე 27 მგზავრი იმყოფებოდა. ინციდენტის დეტალები ჯერ უცნობია.

ამასთან, სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ მგზავრების და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. თვითმფრინავის ბორტზე საეჭვო სიტუაციის შექმნას ადასტურებს ნიდერლანდების სამხედრო პოლიცია. თუმცა უწყებაში არ ასახელებენ, თუ რომელ ავიაკომპანიას უკავშირდება ინციდენტი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა Air Europe-ის თვითმფრინავის ბორტზე მოხდა. რეისი მადრიდში მიფრინავდა. დაუდასტურებელი ცნობებით, ლაინერის გატაცება დანით შეიარაღებულმა სამმა პირმა სცადა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ძალები.

პირველი არხი