ანდრე გომეში საავადმყოფოდან გაწერეს

ანდრე გომეში საავადმყოფოდან გაწერესევერტონის პორტუგალიელი ნახევარმცველი ანდრე გომეში წარმატებული ოპერაციის შემდეგ სახლში გაწერეს და ის რეაბილიტაციის კურსს ევერტონის სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.

ევერტონმა ოფიციალური განცხადება გააკეთა რომელშიც აღნიშნულია რომ ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა და გომეში სავარაუდოდ მოედანზე დაბრუნდება, თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდება.

გომეშმა ტოტენჰემთან შეხვედრაში ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო, როდესაც მას ტოტენჰემის ფორვარდმა სონმა პატკატი გაუკეთა.