აფხაზეთში სამმა სომეხმა გოგონამ 81 წლის ქალი დააყაჩაღა და სასტიკად აწამა

აფხაზეთში სამმა სომეხმა გოგონამ 81 წლის ქალი დააყაჩაღა და სასტიკად აწამაოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პშაპ­ში მო­ხუ­ცი ქა­ლის და­ყა­ჩა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით, სამი ახალ­გაზ­რდა ქალი აიყ­ვა­ნეს.

აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 81 წლის ქალ­ზე ჯგუ­ფუ­რი ყა­ჩა­ღო­ბა 19 ნო­ემ­ბერს, გვი­ან ღა­მით მოხ­და. თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გო­გო­ნე­ბი არი­ან – 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კა­რი­ნა ტო­რო­სი­ა­ნი, 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ედუ­არ­და ჯან­სუ­ზი­ა­ნი და 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ან­გე­ლი­ნა კე­შე­ში­ა­ნი. abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, სა­მი­ვე გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს და რო­გორც ჩანს, მათ მო­ხუც ქალ­ზე ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ.

“შემ­თხვე­ვა ღა­მის 2 სა­ათ­ზე მოხ­და. 1938 წელს და­ბა­დე­ბულ მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუცს თავს სამი ბო­როტ­მოქ­მე­დი და­ეს­ხა. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ქალს გრა­ფი­ნით და ხის ჯო­ხით მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, 30 ათა­სი რუბ­ლი (1000 ლა­რამ­დე) წა­არ­თვეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ,” – წერს abkhaz-auto.ru.

მო­ხუ­ცი ქალი მე­ზობ­ლებ­მა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს და ად­გი­ლობ­რივ სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მა­დაც მძი­მეა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მო­ხუც­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ძრო­ხა გა­ყი­და და თან­ხა შე­ნა­ხუ­ლი ჰქონ­და. მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ გო­გო­ნებს კი ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ.

“ეს არის ქვეყ­ნის­თვის სა­მარ­ცხვი­ნო რე­ა­ლო­ბა და არა კონ­კრე­ტუ­ლად, იმ სამი ოჯა­ხის და არა­ვინ გა­ბე­დოს იმის თქმა, რომ ასე­თი რა­მე­ე­ბი ყველ­გან ხდე­ბა. მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 25 წლის გო­გოა, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 16-ის… ხვდე­ბით რას ნიშ­ნავს ეს? ეს არის ჩვე­ნი ახა­ლი თა­ო­ბის ახ­ლან­დე­ლი სახე, ფუ­ლის გამო ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი. შემძრა ამ ამ­ბავ­მა! რას ვა­კე­თებთ, სად ვცხოვ­რობთ, ხალ­ხო” – წერს ერთ-ერთი აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

“ბი­ჭე­ბის თავ­გა­სუ­ლო­ბა და ყა­ჩა­ღო­ბა არ გვყოფ­ნი­და, ახლა მძარ­ცვე­ლი გო­გო­ნე­ბი დაგ­ვე­მატ­ნენ. ქალი აწა­მეს სა­სიკ­ვდი­ლოდ, შუ­შის გრა­ფი­ნი და­ამ­სხვრი­ეს თავ­ზე და ჯო­ხით სცე­მეს. სად გა­ი­ზარ­დეთ, რა ოჯახ­ში?! დე­დე­ბო, რა­ტომ არ კი­თხუ­ლობთ თქვე­ნი შვი­ლე­ბი ღამე სახ­ლში რა­ტომ არ არი­ან? შოკ­ში ვარ, საით მივ­დი­ვართ, რა ჰქვია ამ გზას, თუკი არის გზა სა­ერ­თოდ”, – წერს კი­დევ ერთი აფხა­ზი.

“შვი­ლებს ვერ ვზრდით… ამას კარ­გა ხა­ნია მივ­ხვდი, ან რო­გორ გინ­და ამ ვე­ლურ გა­რე­მო­ში შვი­ლი ადა­მი­ა­ნად გა­ზარ­დო… სომ­ხებ­მა გა­უ­ტი­ეს, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია არ გვყოფ­ნი­და, ახლა ძარ­ცვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ”, – წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფსევ­დო­ნი­მით “მაშა ბუ­ხუ­ნი”.

“ბო­რო­ტე­ბას ეროვ­ნე­ბა არ გა­აჩ­ნია, ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა… უბ­რა­ლოდ, ჩვენს თავს სხვა რა­ღაც ხდე­ბა, ძა­ლი­ან მძი­მე და ტრა­გი­კუ­ლი. ღმერ­თმა ქნას გა­დავ­რჩეთ, თუმ­ცა, ამის იმედს თან­და­თან ვკარ­გავ,” – მი­აჩ­ნია ერთ-ერთ აფხაზს.

ამბები