აქცია რუსთაველზე სპეცრაზმის “ალყის“ ფონზე გრძელდება

აქცია რუსთაველზე სპეცრაზმის “ალყის“ ფონზე გრძელდებაპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია სპეცრაზმის “ალყის” ფონზე გრძელდება. აქციის მონაწლეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ იმის მერე რაც ხელისუფლებამ დღევანდელ დღეს დარბევა გაბედა.
რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი მათ შეჩერებას ცდილობდა, თუმცა, რობოკოპებმა, ფაქტობრივად, დაიკავეს პარლამენტის წინამდებარე ტერიტორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე 18 პირია დაკავებული.

მათ შორის არიან: დიმიტრი ბიძინაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ზუკა ბერძენიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ზურაბ მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, და ნიკა გვარამიას დაცვის წევრები: ლევან ნოზაძე და ლადო ართანოვი.