არჩილ თალაკვაძე – “კომოს ტბაზე კი არა, მილანში ვიყავი ცოლ-შვილთან ერთად”

არჩილ თალაკვაძე - "კომოს ტბაზე კი არა, მილანში ვიყავი ცოლ-შვილთან ერთად"„გაკეთებული სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის: პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით, აი შეხედეთ არ აინტერესებს სხვა არაფერი – ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში.“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემა „კვირის თემაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით ძალიან აღაშფოთა იმ ფაქტმა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს

„მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური „შატალო“ ეს არ ყოფილა. მით უმეტეს არ მივიღებ ასეთ კრიტიკას იმათგან, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე სეირნობდა უცხოეთში სამეგობროებით.

ჩემი მხრიდან იმ ვიდეო ჩართვის გავრცელება, აშკარაა არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ხელოვნური ისტერიის გასანეიტრალებლად, თუმცა რეალურად ეს იყო პასუხი იმ მომენტში ფეიკნიუსზე -კომოზე ვისვენებდი თუ პარლამენტში ვიყავი.

ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის.

სინამდვილეში მთელი ეს ფეიკი ააწყვეს იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს იყო სამსახურში.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მთავარმა არხმა და ფორმულამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არჩილ თალაკვაძე იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებდა. არჩილ თალაკვაძემ მეორე დღეს თავისი ოფისიდან ვიდეო ჩაწერა და ამ ინფორმაციას ფეიკნიუსი უწოდა.

პრაიმ ტაიმი