არსენ ვენგერი ფიფაში იმუშავებს

არსენ ვენგერი ფიფაში იმუშავებსარსენალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფიფაში იმუშავებს. ეს ინფორმაცია თვითონ ვენგერმაც დაადასტურა. ვენგერი გლობალური ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. ამრიგად ცხადი გახდა რომ ვენგერი სამწვრთნელო საქმიანობას უახლოეს მომავალში არ დაუბრუნდება.

შეგახესენებთ რომ ვენგერმა არსენალი 2018 წელს დატოვა და მანამდე ის ამ გუნდს 22 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ფრანგი სპეციალისტის დასაქმება ბაიერნს სურდა, მაგრამ ვენგერმა მათ უარი უთხრა, თუმცა მომავალში სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელება არ გამორიცხა.