არსენალი ემერის ზამთარში არ გაუშვებს

არსენალი ემერის ზამთარში არ გაუშვებსლონდონის არსენალი ბოლო პერიოდში არცთუ ისე დამაჯერებელია და უკვე აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ შესაძლოა უნაი ემერიმ თანამდებობა დატოვოს. თუმცა არსენალში ასე არ ფიქრობენ და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ემერის ჯერ კიდევ ენდობიან და მზად არიან მას დრო მისცენ.

სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე ესპანელი სპეციალისტი არსენალში დარჩება, ხოლო შემდეგ კი არსენალის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას მიიღებს. ბოლო შეხვედრა არსენალმა სტუმრად ლესტერთან 0:2 წააგო და ამჟამად გუნდი ინგლისის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა.