ასტამურ შამბა სოხუმის სანაპიროზე მოკლეს

ასტამურ შამბა სოხუმის სანაპიროზე მოკლესე.წ. კანონიერი ქურდი, გუდაუთელი ასტამურ შამბა, იგივე “ასტიკა” რომელიც კიდევ ერთ გუდაუთელ “კანონიერ ქურდთან” ალხას ავიძბასთან (“ჰასიკი”) ერთად დაიჭრა სოხუმის სანაპიროზე, რესტორან “სან რემოსთან” მომხდარი სროლის შედეგად, კლინიკაში გადაყვანიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა. ინფორმაცია აფხაზურ ინტენეტფორუმებზე ვრცელდება.

38 წლის ასტამურ შამბა და მისი თანატოლი ალხას ავიძბა სოხუმის სანაპიროზე მდებარე რესტორანში სადილობდნენ, როცა სამმა უცნობმა ნიღბიანმა პირმა ცეცხლი გახსნა.

“კანონიერ ქურდებთან” ერთად დაიჭრა ოფიციანტი გოგონა დომინიკა აკირტავა. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით სოხუმის ერთ-ერთ რაიონში იპოვეს დამწვარი მანქანა, რომლითაც თავდამსხმელებმა ინციდენტის ადგილი დატოვეს.

მომხდარ შემთხვევას კრიმინალურ სამყაროში სფეროების გადანაწილებას უკავშირებენ. შემთხვევის ადგილზე აფხაზეთის თვითგამოცხადებული შს მინისტრი გარი არშბაც იმყოფებოდა.
ნიუპოსტი

ასტამურ შამბა სოხუმის სანაპიროზე მოკლეს