ავარია ხაშური-ბორჯომის გზაზე – 4 ადამიანი დაშავდა

ავარია ხაშური-ბორჯომის გზაზე - 4 ადამიანი დაშავდახაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, სოფელ ტეზერთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან სამი “გორმედის” ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი “ევექსის” კლინიკაშია მოთავსებული.

დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ჩვენს კლინიკაში სამი დაშავებული შემოიყვანა. მამაკაცს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება და ასევე აქვს სხვა ტრავმული დაზიანებები. დაშავებულ ქალს ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ტვინის შერყევა დაუდგინდა. ერთ-ერთი პაციენტი კი 16 წლის მოზარდია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა მისი ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში, იაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყდა”, – განაცხადა ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა სოსო გელაშვილმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

იპნ