ავარია რუსთავთან – ფოლკსვაგენში გაზის ბალონი აფეთქდა – ვიდეო

ავარია რუსთავთან - ფოლკსვაგენში გაზის ბალონი აფეთქდა - ვიდეოავარია მოხდა რუსთავი-ლილოს გზაზე.

ერთმანეთს “ფოლკსვაგენისა” და “ჰონდას” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით შეჯახების შედეგად “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.

ავტომობილებიდან მძღოლებმა დროულად მოასწრეს გადმოსვლა, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. პაციენტები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინოი დახმარების ეკიპაჟები.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახდინეს.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს”.