აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებააზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მილი მეჯლისის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი ინიციატივით, მილი მეჯლისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემები იტყობინება, აღნიშნული გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა ვერ პასუხობს სახელმწიფო მეთაურის მიერ გატარებულ პოლიტიკას და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს ფეხს ვერ უწყობს.

აღნიშნულ ინიცატივას მილი მეჯლისი ხვალ განიხილავს. სავარაუდოდ, ხვალვე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე მიმართავენ.

იპნ