ბეილი ტოტენჰემში დაბრუნებას არ აპირებს

ბეილი ტოტენჰემში დაბრუნებას არ აპირებსმადრიდის რეალის უელსელი ფეხბურთელი გარეტ ბეილი რეალის იანვარში დატოვებას არ გამორიცხავს, მაგრამ ტოტენჰემში დაბრუნებას არ აპირებს. ტოტენჰემში რამდენიმე დღის წინ ჟოზე მოურინიო მივიდა და ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბეილი რეალში აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ბეილის თქმით ის ამას არ გააკეთებს.

სავარაუდოდ უელსელი ფეხბურთელი ჩინეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას, სადაც მას ძალიან სარფიან კონტრაქტს სთავაზობენ, ხოლო ბეილმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილად თქვა, რომ ფული მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.