ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგაბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა. მასთან ერთად გადადგა ვიცე პრეზიდენტი ალვარო გარსია ლინერა.
თავის გამოსათხოვარ სიტყვაში მორალესმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში დღესვე შეწყდება ქაოსი. მან ასევე განაცხადა, რომ გადადგა იმისთვის, რომ ბოლივიაში შეწყდეს ძალადობა, რომელიც ოპოზიციამ გამოიწვია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ევო მორალესის თვითმფრინვმა მოითხოვა არგენტინაში გაფრენის გეგმა. ბოლო ცნობებით, მორალესის ბორტი ელ ალტოს საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდა.

მანამდე კი, ბოლივიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სახელმწოფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის 3 დიდ ქალაქში პოლიცია აქტივისტების მხარეს გადავიდა. ათობით სამართალდამცავმა აქტივისტებს ხელი ჩამოართვა და დემონსტრაციას შეუერთდა.

ბოლივიაში საპროტესტო აქციები უკვე 3 კვირაა მიმდინარეობს. ქვეყანაში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საარჩევნო კომისიამ ევო მორალესი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.