ჩალაგაშვილი – ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს – სანაცვლოდ მათ ციხიდან გამოუშვებენ

ჩალაგაშვილი - ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს - სანაცვლოდ მათ ციხიდან გამოუშვებენშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მისცეს.

როგორც ჩალაგაშვილი აცხადებს, აღნიშნულის შესახებ მან ოქრუაშვილის ადვოკატისგან გაიგო, რომელსაც საქმის მასალები რამდენიმე საათის წინ გადაეცა.

“როგორც გავარკვიე, გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ ორი დღის წინ ჩვენება მისცეს. სანაცვლოდ, ისინი საპროცესო შეთანხმებას მიიღებენ და თავისუფლებაზე გამოვლენ. ასეთ თავისუფლებას რა აზრი აქვს, არ ვიცი. ჩვენების შინაარსი ასეთია – გამიშვით სახლში და მოვაწერ ხელს, თუკი, დამავალებთ რამეს”, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

იპნ