დამპყრობელთა სამკუთხედი – ალექსანდრე, ნაპოლეონი, ჰიტლერი

დამპყრობელთა სამკუთხედი - ალექსანდრე, ნაპოლეონი, ჰიტლერი ადამიანის თავში ოდითგანვე დანერგილი იყო ძალაუფლებისა და დიდი იმპერიის შექმნის სურვილი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ,სამ ყველაზე დიდ დამპყრობელზე, რომელთა მოღვაწეობა სამუდამოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში.

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი – მაკედონიის მეფე (ძვ.წ 336-323) მან სიცოცხლის ბოლომდე შეძლო თითქმის მთელი მსოფლიოს დაპყრობა. ალექსანდრემ 20 წლის ასაკში შეძლო ძალაუფლების ხელში ჩაგდება,

მისი მამა იყო ფილიპე II. 16 წლის ასაკში ალექსანდრე გახდა, ფილიპეს ლაშქრობების მონაწილე, მაკედონელის აღმზრდელი იყო ლეგენდარული ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე. ალექსანდრე დიდის უპირველესი სურვილი იყო რომ შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც მოქცეული იქნებოდა იმდროინდელი ცივილიზებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი ერთიანობის პრინციპი: ენობრივი კულტურული და პოლიტიკური. ეს იდეა კი ალექსანდრეს სხვა დამპყრობლებისაგან განასხვავებს.

მნიშვნელოვანი თარიღები

ალექსანდრეს მთავარი მეტოქე იყო სპარსეთი.

ძვ.წ. 334 წელი, გრანიკოსის ბრძოლა – ალექსანდრემ დაამარცხა სპარსელთა არმია, სექტემბერში ჰალიკარნასი აიღო.

ძვ.წ 333 წელი,ისოსის ბრძოლა – გაიმარჯვა მაკედონიამ, ირანს მეთაურობდა დარიოს III. ამ გამარჯვებით ალექსანდრემ დაიპყრო პალესტინა, ფინიკია და ეგვიპტე.

ძვ.წ 331 წელი გავგამელას ბრძოლა – ალექსანდრემ მესამედ დაამარცხა დარიოსის სპარსეთი.

ძვ.წ 330 წელი – ალექსანდრე დიდმა საბოლოოდ დაიპყრო სპარსეთი.

ცნობილი გამონათქვამები

  • ვინც ცდილობს, მისთვის შეუძლებელი არაფერია.
  • მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ.. მამამ სიცოცხლე მაჩუქა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.
  • იღბალი მამაცთა თანამგზავრია.
  • რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო მეტს ითხოვ, ომი შენს გამარჯვებაში იბადება.

ნაპოლეონ ბონაპარტი

ნაპოლეონი დაიბადა კორსიკაში, სწავლობდა საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერმა. პოპულარობა მოიხვეჭა საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ.

1799 წელს ნაპოლეონმა მიაღწია საფრანგეთის პირველ კონსულობას, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.

1812 წელს ბონაპარტმა კრახი განიცადა,რუსეთში. 1813 წელს ლაიფციგთან ანტიფრანგულმა ჯარმა დაამარცხა.საფრანგეთის არმია.1814 წელს იგი გადაასახლეს ელბას კუნძულზე, თუმცა 1815 წლის მარტში დაბრუნდა საფრანგეთში.

ამჯერად ნაპოლეონი ქვეყნის მთავრობაში იყო 100 დღე. 1815 წლის 18 ივნისს გაიმართა საბედისწერო ბრძოლა ვატერლოოუსთან. მთელი ევროპა შეშინებული იყო ბონაპარტის დაბრუნებით, ევროპის წამყვანი ქვეყნების მეთაურები ხვდებოდნენ, რომ მოქმედების დრო იყო, თორემ ნაპოლეონი კვლავ გააგრძელებდა დამპყრობლურ ლაშქრობებს. საბოლოოდ,საფრანგეთის არმია დაამარცხა ინგლისის, ნიდერლანდების და პრუსიის გაერთიანებულმა არმიამ. ~

ამის შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტი გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი გარდაიცვალა 1821 წლის 5 მაისს.

ადოლფ ჰიტლერი

მეორე მსოფლიო ომის მთავარი ინიციატორი დაიბადა, ავსტრია-უნგრეთის ქალაქ ინის ბრაუნაში.

მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1919 წელს გერმანელ მუშათა პარტიაში გაწევრიანებით, ხოლო 1921 წელს გახდა ნაცისტური პარტიის ლიდერი.

1923 წელს მთავრობაში მოსვლის მიზნით წამოიწყო ‘ლუდის პუტჩი“, რის შედეგადაც ადოლფი აღმოჩნდა ციხეში, სადაც მან დაწერა წიგნი :ჩემი ბრძოლა“.

1933 წლის 30 იანვარს რაიხპრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. იმავე წელს ჰიტლერის პარტიამ მოიპოვა ძალაუფლება არჩევნების მოგების წყალობით და იმ დროისთვის არსებული ვაიმარის რესპუბლიკა გადაიქცა ნაცისტურ გერმანიად.

ჰიტლერმა დაიწყო გერმანიის გაწმენდა ებრაელებისგან.

მეორე მსოფლიო ომი

ფიურერის აგრესიული საგარეო პოლიტიკა იყო იმის ნიშანი, რომ დაიწყებოდა პირველი მსოფლიო ომის მსგავსი საშინელება, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა.

1939 წელს გერმანიის ჯარი შეიჭრა პოლონეთში და ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. პირველი ორი წელი ამ გლობალური ომის იყო წარმატებული გერმანელებისთვის, მათ დაიმორჩილეს ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის დიდი ნაწილი.

ჰიტლერმა გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის დაპყრობა. 1941 წელს ის საბჭოთა კავშირში შეიჭრა. დაიწყო დიდი ომი. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტები ხვდებოდნენ,რომ გერმანიის დასამარცხებლად საჭირო იყო გაერთიანება. აქედან გამომდინარე, დიდმა ბრიტანეთმა, საბჭოთა კავშირმა და აშშ-მ ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს გერმანელთა აგრესიის შეჩერება.

ჰიტლერი თავის სიცოცხლის ბოლო დღეებში დაქორწინდა ევა ბრაუნზე, ხოლო 1945 წლის აპრილში ახალდაქორწინებულმა წყვილმა საბჭოთა ჯარისგან თავის დასაღწევად თავი მოიკლა. მოკავშირეებმა გერმანია დაამარცხეს. მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 2 სექტემბერს დასრულდა.

ადოლფ ჰიტლერი იყო ბოლო დამპყრობელი, რომელსაც ჰქონდა მთელი მსოფლიოს დაპყრობის ამბიცია.

ამის შემდეგ მსოფლიოში სიტუაცია შედარებით დაწყნარდა ,შეიქმნა უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, რათა კაცობრიობამ აღარ ნახოს მეორე მსოფლიო ომის მსგავსი,გლობალური დაპირისპირება.

კოტიკო გოგინაშვილი