დავიდ ვილამ კარიერა დაასრულა

დავიდ ვილამ კარიერა დაასრულალეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა დავიდ ვილამ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ოფიციალური განცხადება გააკეთა. ვილას ბოლო გუნდი იაპონური ვისელ კობე იყო, სადაც ის ანდრეს ინიესტასთან ერთად თამაშობდა. ვილა მალე 38 წლის გახდება და მისი თქმით ფეხბურთთან განშორების დრო მოვიდა:

”მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ დროა ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდო, რადგან ვგრძნობ რომ ორგანიზმი მალე თამაშის საშუალებას აღარ მომცემს”. დავიდ ვილამ თავისი საუკეთესო წლები ვალენსიაში გაატარა, ხოლო 2011 წელს კი ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.