დიდ დიღომში მანქანა კორპუსს შეეჯახა – 2 ადამიანი დაშავდა

დიდ დიღომში მანქანა კორპუსს შეეჯახა - 2 ადამიანი დაშავდადიდ დიღომში, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პეტრიწის ქუჩაზე, დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი გზიდან გადავარდა და კორპუსის კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ერთ-ერთი მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შედარებით მსუბუქად დაშავდა ავტომობილში მყოფი მეორე მგზავრი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

რუსთავი 2