ედენ აზარი: ”ოქროს ბურთი ლივერპულის ფეხბურთელმა უნდა მოიგოს”

ედენ აზარი: ”ოქროს ბურთი ლივერპულის ფეხბურთელმა უნდა მოიგოს”რეალის ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა ოქროს ბურთზე ისაუბრა და თქვა რომ ეს ჯილდო აუცილებლად ლივერპულის ფეხბურთელმა უნდა მოიგოს. აზარის აზრით ეს შესაძლოა სადიო მანეც იყოს, თუმცა ფავორიტი ვირჯილ ვან დეიკია:

”ლივერპულმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და მას შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ ოქროს ბურთი სწორედ ამ გუნდის მოთამაშემ უნდა მოიგოს. მინდა რომ ეს სადიო მანე იყოს, თუმცა ფავორიტი ვირჯილ ვან დეიკია”.