ედენ აზარი: ”რეალში ადაპტაცია თითქმის გავიარე”

ედენ აზარი: ”რეალში ადაპტაცია თითქმის გავიარე”მადრიდის რეალის ახალწვეულმა ედენ აზარმა თავის ახალ გუნდზე ისაუბრა და თქვა რომ მან ადაპტაცია თითქმის ბოლომდე გაიარა და თავის ოპტიმალურ ფორმასთან ახლოსაა. მიუხედავად ამისა, აზარის თქმით მას ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა  მოუწევს, რომ რეალის ვარსკვლავი გახდეს:

”ახალ გუნდში გადასვლა ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით თუ ეს გუნდი რეალია, სადაც შეცდომებს არ პატიობენ. ვფიქრობ, ადაპტაცია გავიარე და მინდა რომ გულშემატკივარი ჩემი თამაშით გავახარო და ბევრი ტიტული მოვიგო”.