ედენ აზარმა პსჟ-სთან ტრავმა მიიღო

ედენ აზარმა პსჟ-სთან ტრავმა მიიღომადრიდის რეალის ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა პსჟ-სთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა. თავდაპირველად ტრავმა სერიოზული ჩანდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა აზარი მხოლოდ ორ კვირას გამოტოვებს და დეკემბრის შუა რიცხვებში მოედანზე დაბრუნდება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აზარი შეძლებს ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს, რადგან ეს შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება. რეალის და პსჟ-ს დაპირისპირება 2:2 დასრულდა.