ელისაშვილის დაკავების საშუალება პოლიციას ხალხმა არ მისცა – ”გელოდებით ყველას აქციაზე. გეხვეწებით!”

ელისაშვილის დაკავების საშუალება პოლიციას ხალხმა არ მისცა - ”გელოდებით ყველას აქციაზე. გეხვეწებით!”ცოტა ხნის წინ პოლიციას პარლამენტის წინ ალეკო ელისაშვილის დაკავების მცდელობა ჰქონდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ელისაშვილის ტერიტორიიდან გაყვანის საშუალება არ მისცეს.

ამის შემდეგ ის მივიდა ტრიბუნასთან და შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

„გაგიგიათ ქვეყანა, რომლის პარლამენტის ბიუროს ჩასატარებლად სპეცრაზმი უნდა გამოიყვანონ წყლის ჭავლებით? მე აქ ვდგავარ საქართველოსთვის და რამე რომ დამემართოს, შევეწირები ჩემ ქვეყანას. გამოდით სახლიდან, დებო, მშობლობო, პარტიული აქცია ეს არ არის. ჩვენ ვითხოვთ მარტივ და ადამიანურ რაღაცას, ვადამდელ პროპორციულ ანუ პატიოსან არჩევნებს. ამისთვის დადექით აქ. თქვენი შვილების მომავლისთვის დადექით აქ, არა ელისაშვილისთვის და სააკაშვილისთვის, ან ვინმე სხვისთვის.

გელოდებით ყველას აქციაზე. გეხვეწებით! დღეს აქ დგომა არის თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის აუცილებელი, რათა იმ კაცმა გაიგოს ჩანჩურები კი არ ცხოვრობენ საქართველოში, საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ. ამიტომ გამოდით, ერთად დავდგეთ და ერთად დავენახოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

იპნ