ერნესტო ვალვერდე: ”მარცხი ჩვენზე ფსიქოლოგიურად არ მოქმედებს”

ერნესტო ვალვერდე: ”მარცხი ჩვენზე ფსიქოლოგიურად არ მოქმედებს”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ ლევანტესთან მარცხი მის გუნდზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ცუდად არ იმოქმედებს და მომავალ შეხვედრებში ბარსელონა კვლავ გამარჯვებისთვის ითამაშებს. ვალვერდეს აზრით ფეხბურთელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ:

”ლევანტესთან ძალიან უსიამოვნო შეხვედრა იყო და ჩვენთვის ასეთი შედეგი მიუღებელია, მაგრამ ფეხბურთელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ და ჩვენ აუცილებლად გავახარებთ გულშემატკივარს”. მომდევნო მატჩს ბარსელონა საკუთარ მოედანზე სლავიასთან გამართავს.