გახარია 49%-ს არ მოსწონს, 39%-ს – მოსწონს

გახარია 49%-ს არ მოსწონს, 39%-ს - მოსწონსაირაის პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტი-საოკუპაციო საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, პოლიტიკურ ლიდერებს შორის რესპონდეტთა 57%-ის კეთილგანწყობით დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა კახა კალაძე – 49%, მესამეზე – დავით უსუფაშვილი – 47%. ხუთეულშია გრიგოლ ვაშაძე (41%) და ალესანდრე ელისაშვილი (39%).

ხუთეულის გარეთ დარჩა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც IRI-ის რესპოდენტთა 39%-ის კეთილგანწყობით სარგებლობს, მაგრამ 49% მთავრობის მეთაურის მიმართ უარყოფით განწყობას გამოხატავს, ხოლო 2% ამბობს, რომ პრემიერის შესახებ არ სმენია, 10%-მა კი არ იცის ან პასუხზე უარს აცხადებს.

კეთილგანწყობის რეიტინგში დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა: შალვა ნათელაშვილი – 39%; გიორგი ვაშაძე – 34%; ნიკა მელია – 34%; ირაკლი ღარიბაშვილი – 33%; ბიძინა ივანიშივლი – 32%; ნინო ბურჯანაძე – 31%; გიგი უგულავა – 31%; მამუკა ხაზარაძე – 29%; ირმა ინაშვილი – 29%; არჩილ თალაკვაძე – 25%; სალომე ზურაბიშვილი – 23%; კახა შარტავა – 19%; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 14%; ლევან იოსელიანი – 3%.

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის შუალედში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1500-მა ადამიანმა მიიღო.