გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის შვილი ლექციაზე მოკლეს

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის შვილი ლექციაზე მოკლესგერმანიის ექსპრეზიენტის, რიხარდ ფონ ვაიცზეკერის ვაჟს ლექციის მსვლელობისას თავს დაესხნენ და მოკლეს. ინციდენტი სამშაბათს ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, სადაც ფრიც ფონ ვაიცზეკერი ლექციას ატარებდა. ის ამავე კლინიკის მთავარი ექიმი იყო.

ს​ამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ლექციაზე მყოფი ერთ-ერთი პირი შეეცადა, თუმცა ბოროტმოქმედმა მასაც მძიმე ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი დაკავებულია. მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

რიხარდ ფონ ვაიცზეკერი გერმანიის პრეზიდენტის პოსტს 1984-1994 წლებში იკავებდა.

პირველი არხი