გიგა ბოკერია – ხალხი კლოუნ ივანიშვილს მოსვენებას არ მისცემს

გიგა ბოკერია - ხალხი კლოუნ ივანიშვილს მოსვენებას არ მისცემსხალხი კლოუნ ივანიშვილს მოსვენებას არ მისცემს, – განაცხადა “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “2020NEWS“-თან საუბარში.

“2020NEWS”-ის კითხვაზე, რამდენადაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა ავანტურაზე და ხალხს უარი უთხრა დაპირებულ პროპორციულ არჩევნებზე, რამდენად საკმარისია დღეს ქუჩაში გამოსული მოქალაქეების პროტესტი, რომ ოლიგარქმა უკან დაიხიოს, ბოკერია პასუხობს, რომ ხალხი ივანიშვილს მოსვენებას არ მისცემს.

”რაოდენობაში არარის საქმე. ვისაც ახსოვს ვარდების რევოლუცია, გემახსოვრებათ ისიც, რომ ხალხი კრიტიკულ მომენტში აქტიურდება. ჩვენი საქმეა, რომ ყველანაირი დრამატული სცენარი ავიცილოთ თავიდან. ვარდების რევოლუციის ანალოგია კი არ მოგვწონს, ნორმალური განვითარება არის საარჩევნო ცვლილება, ოღონდ ამას სჭორდება პროპორციული, ვადამდელი არჩევნები. ივანიშვილის ხელშია, რომ აირჩიოს რადიკალური სცენარი. ჩვენ ვაპირებთ პიკეტირებაას, რადგან ხალხს არ დაუმსახურებია ამ კლოუნის მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება, სანამ ეს სირცხვილი ძალაშია, მანამდე ექნება მთავრობას დიდი დისკომფორტი“, – განუცხადა “2020NEWS”-ს ბოკერიამ.

ბოკერიას იმედი აქვს, რომ ხელისუფლება ძალისმიერ დაპირისპირებას არ დაუშვებს.

”დიდი იმედი მაქვს, რომ ძალისმიერი დაპირისპირება არ იქნება“, – აცხადებს გიგა ბოკერია.