გიგა ბოკერია – “ოცნების” წევრებს პარლამენტში საცხოვრებლად გადასვლა მოუწევთ”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ შემდეგი პიკეტის დროს პარლამენტთან უფრო ადრე მივლენ,რათა “ქართული ოცნების” დეპუტატებს კიდევ უფრო ადრე მოუწიოთ გაღვიძება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე მივიდნენ.

“მე არ მახსოვს, რომ დილის 7-ზე მოსულიყოს ივანიშვილის სამარცხვინო გუნდის „კლოუნები“. ჩვენ გავითვალისწინებთ მათ ამ მანევრს და გადმოვწევთ დროს უკან. მოუწევთ ღამის თევით მოსვლა და შემდეგ შეიძლება მოუწიოთ აქ ცხოვრება, თუ უნდათ, რომ პარლამენტის სხდომებზე იარონ. ასე რომ, ნაწილი ამ ამოცანის მიღწეულია, რომ ამ სამარცხვინო „კლოუნებმა“ ცხოვრების სტილი შეიცვალონ, რასაც ძალიან უფრთხილდებიან”, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი ინფორმაციით, სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი