გიგა ნაკაშიძე ავარიაში დაიღუპა

გიგა ნაკაშიძე ავარიაში დაიღუპა3 ნოემბერს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მსახიობის და სცენარისტის გიგა ნაკაშიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც „პრაიმტაიმის“ შსს-ში განუცხადეს ნაკაშიძეს „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

მსახიობს 6 ნოემბერს დაკრძალავენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

პრაიმ ტაიმი