გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს – “პოლიციამ დეპუტატებზე ნადირობა დაიწყო”

გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს - "პოლიციამ დეპუტატებზე ნადირობა დაიწყო"ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები. დაკავებულებს შორისაა „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი.

“დააკავეს ჩვენი ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ასევე დათო დვალიძე და ორი აქტივისტი”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მისვლას მოჰყვა.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „პოლიციამ დეპუტატებზე ნადირობა დაიწყო. ეს არის სრული უკანონობა“.