გიორგი გახარიას აპარატის უფროსად გიორგი სახოკია დაინიშნა

გიორგი გახარიას აპარატის უფროსად გიორგი სახოკია დაინიშნაპრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის ვინაობა ცნობილი გახდა, ამ პოზიციას გიორგი სახოკია დაიკავებს.

ჰყავს დედა, მეუღლე – სალომე დეკანოიძე და ორი შვილი: თედო და სანდრო. თედო სახოკია, დიდი ბაბუის მოსახელეა.

გიორგი სახოკია ცნობილი ქართველი მწერლის, მთარგმნელის, ეთნოგრაფისა და ლექსიკოგრაფის თედო სახოკიას შვილთაშვილია.

ის 161-ე სკოლაში სწავლობდა. შემდეგ, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სახოკია სტუდენტობამდე წარმატებული წყალბურთელი იყო. გატაცებულია მოტოციკლებით. 14 წლიდან მუშაობს, მისი პირველი სამუშაო კომპიუტერულ პროგრამირებას უკავშირდება. შემდეგ, კარიერა საჯარო სამსახურში განაგრძო. მერე ესტონეთში დიპლომატიის აკადემიაში სწავლობდა.

სტუდენტური სამუშაოების შემდეგ, საჯარო სამსახურში დაიწყო მუშაობა. 2013 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურის უფროსი იყო,  შემდეგ, შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოსტის შემდეგ ადმინისტრაციის უფროსი გახდა. ახლა, პრემიერის  აპარატის უფროსია.

პრაიმ ტაიმი