გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა ნიუ იორკ სიტიში გადავიდეს

გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა ნიუ იორკ სიტიში გადავიდესსარაგოსას ფორვარდი გიორგი პაპუნაშვილი გუნდში შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოა, რადგან ის ახალი მწვრთნელის სისტემას კარგად ვერ მოერგო. პაპუნაშვილის შეძენა ნიუ იორკ სიტის სურს, რომელიც დავიდ ვილიას წასვლის შემდეგ ახალ ფორვარდს ეძებს.

ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზეა, თუმცა ზამთარში შესაძლოა ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდეს. პაპუნაშვილი სარაგოსაში 2017 წელს გადავიდა და მასში ესპანურმა გუნდმა 100 ათასი ევრო გადაიხადა.