გიორგი რურუა მოსამართლე ხორავას – ”როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი”

გიორგი რურუა მოსამართლე ხორავას - ”როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი”როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი, – ასე მიმართა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისბრალდებით დაკავებულმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე მოსამართლე რომან ხორავას.

მისი თქმით, დაკავების მერე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევდნენ.

„როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე მე არ მინახავს იარაღი. ჩხრეკა არ ჩატარებულა და მეუბნებიან, რომ იარაღი ამოიღეს“, – აღნიშნა რურუამ.

გიორგი რურუას სხვა ადვოკატებთან ერთად ნიკა გვარამიაც იცავს.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ივნისს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იპნ