გიორგი რურუა პროკურორ ვასილ სამხარაძეს ბოტასს ჩუქნის

გიორგი რურუა პროკურორ ვასილ სამხარაძეს ბოტასს ჩუქნისცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, განაცხადა, რომ პროკურორ ვასილ სამხარაძეს თავის ბოტასს ჩუქნის.

“მას შემიძლია ბოტასი ვაჩუქო, მისთვის გასაგები იქნება”, – აღნიშნა გიორგი რურუამ პროცესზე.

ამასთან, რურუას თქმით, ის თავს სახელმწიფოსგან დაზარალებულად ცნობს და აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან მასზე ხდება ზეწოლა.

“მე თავს ვცნობ დაზარალებულად სახელმწიფოს მიერ, პროკურატურიდან. პოლიციის მიერ არის ჩემზე ზეწოლა. მე პრინციპების კაცი ვარ და აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას, აუცილებალდ დავხსნით იმ ერთი კაცისგან ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი რურუამ.

იპნ