გიორგი ვაშაძე – ”პარლამენტის პიკეტირება მალე დაიწყება”

გიორგი ვაშაძე - ”პარლამენტის პიკეტირება მალე დაიწყება”“ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიციას მიმართა და სთხოვა, რომ აქციის მონაწილეებს არ დაუპირისპირდნენ. ამჟამად აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის გარშემო გადადგილდებიან.

„ ნუ დაგვიპირისპირდებით. გიყვართ სამშობლო, ჩვენც გვიყვარს სამშობლო. იმ კაცს არ უყვარს სამშობლო, რომ იცოდეთ, თორემ რაც გააკეთა, იმას არ გააკეთებდა. გთხოვთ, ნუ დაგვიპირისპირდებით“,-მიმართა პოლიციას ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, „პიკეტირებას იქნება მალე“.

„პიკეტირება დღეს საღამოს იქნება. აქციის პარალელურად დავიწყებთ პიკეტირებისთვის მომზადებას“,-განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.