გოგა ბითაძის შესანიშნავი მატჩი – კლივლენდთან მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – ვიდეო

გოგა ბითაძის შესანიშნავი მატჩი - კლივლენდთან მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - ვიდეოდღეს, 2 ნოემბრის დილით გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” ანგარიშით 102:95 დაამარცხა და ამაში საკუთარი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 24:54 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 ბლოკი მოაგროვა. როგორც ხედავთ ქართველ ცენტრს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.


გოგამ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო. ბითაძე ბლოკების მხრივ შეხვედრაში საუკეთესო იყო. მართალია ორი
დაკარგვა ჰქონდა, თუმცა მისი პარკეტზე ყოფნის დროს “ინდიანამ” მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო და ესეც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. “ინდიანამ” კი სეზონში მეორე მატჩი მოიგო.

რეალურად, ეს პირველი სრულფასოვანი მატჩი იყო ბითაძისათვის ნბა-ში და გოგამაც შანსი გამოიყენა.

შემდეგ შეხვედრას ინდიანაპოლისელები 4 ნოემბერს, “ჩიკაგო ბულზის” წინააღმდეგ გამართავენ.

სპორტალი