გოგა ონიანი ციხიდან გამოვიდა

გოგა ონიანი ციხიდან გამოვიდა“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ადვოკატი გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას საპატიმრო ვადა 3 ნოემბერს ეწურებოდა, თუმცა უქმე დღეების გამო სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.

როგორც გოგა ონიანმა განაცხადა, საზოგადოება დარწმუნდება, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა:

“დღეს საქართველოში რაიმეს სამართლებრივად მტკიცებას აზრი არ აქვს. ჩემთვის მთავარია საზოგადოების აზრი, რომელიც ისეთ კონკრეტულ ამბებს გაიგებს, რითიც დარწმუნდება, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური დევნა,” – განაცხადა ონიანმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით კი, დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტპატიმარია:

“ეს იყო ცალსახად პოლიტიკური დევნა. კარგია, რომ დღეს ერთით ნაკლები პოლიტპატიმარი გვყავს, თუმცა სხვა პოლიტპატიმრები რჩებიან ციხეში”, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ 2017 წლის 7 ნოემბერს სცნო. გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავებოდა – მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.